English / ქართული / русский /
ლეილა მამულაშვილი მაკა სოსანიძე
ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში ნაჩვენებია მწვანე ეკონომიკისა  და მისი ერთ-ერთი სექტორის - მწვანე ალტერნატიული ენერგეტიკის მნიშვნელობა და სახეები. განხილულია საქართველოში არსებული ალტერნატიული (განახლებადი) ენერგიის  წყაროები, მათი პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, განახლებადი ენერგია, მზის ენერგია, ბიოენერგია. 

შესავალი

მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს. მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება.

მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს. ესენია:

1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, ზღვის, მათ შორის - ტალღებისა და მიქცევა-მოქცევის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);

2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);

3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები);

4. წყლის მენეჯმენტი (წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);

5. ნარჩენების მენეჯმენტი (ნარჩენების მართვა, უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);

6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში ენერგორესურსების არარაციონალურმა ხარჯვამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები შექმნა. ყოველივე ეს კაცობრიობას და სათბობ-ეკონომიკური კომპლექსის განვითარებას ახალ, რადიკალურად განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. ამიტომ XXI საუკუნეში მსოფლიო ენერგეტიკის განვითარება არაგანახლებადი ორგანული რესურსების გამოყენებიდან თანდათან არატრადიციული, განახლებადი და პრაქტიკულად ულევი ალტერნატიული  ენერგეტიკის  გამოყენებაზე გადადის.

ალტერნატიული ენერგიეტიკა ჴ ესაა ენერგიის მიღების განახლებადი წყაროების ერთობლიობა. ეს წყაროები ადამიანებისათვის საუკუნეების მანძილზე იყო ცნობილი. მათ მიეკუთვნებოდა წყლის ტურბინები და ქარის წისქვილები. მათი რაოდენობა ქვეყანაში წარმოადგენდა ამ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთ პირობას. დღეისათვის  ალტერნატიული (განახლებადი) წყაროების სახეები  გაიზარდა. მათ შორის გამოყოფენ: ქარის და მზის ენერგია, გეოთერმული ელექტროსადგურები,  ბიოენერგია.

განახლებადი წყაროების გამოყენების მიხედვით ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: ისლანდია, დანია, პორტუგალია, ესპანეთი, ახალი ზელანდია. ქარის ენერგიის გამოყენების მხრივ კი გამოირჩევიან ჩინეთი, აშშ და გერმანია. 

მზის ენერგიის გამოყენება პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში სცადეს. დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. მზის ელექტროენერგიისა და სითბოს ძირითადი უპირატესობებია: იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება, ენერგომომარაგების ნაირსახეობის გაუმჯობესება, დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა, CO2-ის გამოყოფის შემცირება ძალზე დაბალი ხარჯის საფუძველზე,  დაბინძურების შემცირება, ენერგიის ულევი და მყისიერი წყაროს არსებობა, ასევე - ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ეკონომიკის სტიმულირება. მარტივი გათვლები ადასტურებს რომ, თუ აშენდა 140-150 კვ. კმ ფართობის ჰელიოსადგური, მიღებული ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნას. გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში ფართოდ გავრცელდა მზის ენერგიაზე მომუშავე თბომომარაგების სისტემები. 2016 წლის 30 ივლისს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე იაპონური მხარის დახმარებით შექმნილი მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ამუშავდა. გამომუშავებული ელექტროენერგია აეროპორტის ტერმინალების განათებას ხმარდება. აღსანიშნავია  ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქუთაისში გერმანული კომპანიის “აისოლარის” ინვესტიციით  მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. 

ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდა. მსოფლიო ეკონომიკურად ეფექტური ქარის პოტენციალი 72000 გვტ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვე მოთხოვნებს. ქარის  ენერგიის დადებითი  მხარეებია: არის ენერგიის განახლებადი წყარო; არ აბინძურებს გარემოს სათბური აირებით; ამცირებს იმპორტირებულ ორგანულ სათბობზე დამოკიდებულებას; ამაღლებს ენერგოუსაფრთხოების დონეს; იაფია (უკუგების პერიოდის შემდეგ); ქმნის კონკურენციას ენერგოპროდუქტებზე. თუმცა ქარის ენერგიას უარყოფითი მხარეებიც აქვს: ქეს-ი მოითხოვს დიდ ფართობს, საფრთხეს უქმნის გადამფრენ ფრინველებს, გამოსცემს ვიბრაციას და ხმაურს.

ქარის ენერგეტიკას აქვს ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისთვის 10%-ს მიაღწევს. 2016 წელს გორის მუნიციპალიტეტში, მთა საბუეთზე დაიდგა ქარის 6 ტურბინა, ფრთების დიამეტრი- 117 მეტრი, თითოეული სიმძლავრით 3,45 მგვტ, ჯამში გვაქვს 20,7 მგვტ დადგმული სიმძლავრე, რომელიც წელიწადში 88 მლნ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. 

გეოთერმული ელექტროსადგურები ფუნქციონირებს ისლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში, ახალ ზელანდიაში, რუსეთსა და იაპონიაში. ჩვენი ქვეყნის გეოთერმული წყლების 8% ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, თუმცა გეოთერმული ველები სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ქვეყნის მასშტაბით 44 საბადოში არსებული გეოთერმული წყლის რესურსები 206 ჭისა და ოთხი წყაროს საშუალებით გამოედინება. მათი ტემპერატურა 30-დან 110 გრადუს ცელსიუსამდეა. ამჟამად საქართველოში გეოთერმულ ენერგიას იყენებენ პირდაპირი გათბობისთვის, სათევზე გუბურის, სამრეწველო აპლიკაციებისა და სათბურების გასათბობად.

განახლებად (ალტერნატიულ) წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს ბიოენერგეტიკა, რომელიც ენერგიას იღებს ორგანული სუბსტანციიდან.  ბიოენერგიის მიღება შეიძლება ტემპერატურის, წნევისა და მოცულობის მუდმივობის პირობებში. მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის, ტყეებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი კლიმატის წყალობით საქართველოს აქვს ბიომასური ენერგოსადგურების შექმნის უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით - გათბობისა და ცხელი წყლის მისაღებად. ბიომასა სოფლად ენერგომომარაგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევა და ძალზე პერსპექტიულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 40% ტყეებითაა დაფარული.

ბიომასის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენები. თბილისის და ქუთაისის მუნიციპალური ორგანოების მონაცემების მიხედვით ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 900 ათასი ტონა ნარჩენები. მათი გადამუშავებით შესაძლებელია 90 მლნ მ3 ბიოგაზის მიღება, რაც 64 მლნ მ3 ბუნებრივი გაზის ეკვივალენტურია. ქ. თბილისის კანალიზაციის წყლის გამწმენდი მოწყობილობებიდან შესაძლებელია ყოველწლიურად 160 მლნ მ3 ბიოგაზის მიღება, რაც 1 მლრდ კვტსთის ელექტროენერგიის ეკვივალენტურია.

როგორც არსებული ტენდენციები გვიჩვენებს, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აქტიურად ნერგავს მწვანე ეკონომიკას, რადგან ის 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობაა. ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობა მუდმივად იზრდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოცულობა იგივე რჩება და, უფრო მეტიც, მცირდება კიდეც, დღეს მწვანე ეკონომიკის განხორციელება იმდენად აქტუალურია, როგორც არასდროს.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ტრადიციულ ენერგეტიკაში საქართველოსთვის აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიები. საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია  „საქართველო  2020“.  სტრატეგიაში განსაკუთრებული  ყურადღება ეთმობა ინოვაციისა და ტექნოლოგიური დონის განვითარების პოლიტიკას მწვანე ეკონომიკაში. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობა წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომელთა მთავარი ამოცანა მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა, განსაკუთრებით, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება იქნება. 

მწვანე  ზრდის  ძირითადი  იდეის  განხორციელება ხელს  შეუწყობს  სიღარიბესა  და  უმუშევრობასთან ბრძოლას, საერთო რესურსების დაცვას. საქართველოს მრავალფეროვანი რესურსების პირობებში მწვანე ეკონომიკა უნდა განვითარდეს ქარის, მზის, ბიომასის და გეოთერმული ენერგიის ათვისების ხარჯზე, რაც გარემოს სიჯანსაღის აუცილებელი პირობაა. ეს კი მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის.

ამჟამად საქართველოში არ არსებობს განახლებადი ენერგიის წყაროების ბაზრის განვითარების სწრაფი სტიმულირების პროგრამები ან სათანადოდ დამუშავებული სტრატეგია. საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების სათანადო ათვისებაში სახელმწიფოს როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020.

2. კირვალიძე ნ., ლომთაძე ზ. ,,მწვანე ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგია საქართველოს კერძო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის’’.

3. ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალი საქართველოში და მისი ათვისების ღონისძიებები. მომზადებულია ორგანიზაციის _ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის”, მიერ კომპანია ,,Winrock International‘’-ის შეკვეთით, 2008.

4. კუბლაშვილი გ. ,,საქართველოს არატრადიციული ენერგეტიკული რესურსები და მათი გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური გამოკვლევა’’, 2016.

5. http://www.economy.ge/?page=news&nw=163

6. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა http://ww.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf

7. http://bfm.ge/ganakhlebadi-energiis-wyaroebi-saqartveloshi/

ალტერნატიულიენერგეტიკისგანვითარების

პერსპექტივებისაქართველოში

ანოტაცია.ნაშრომშინაჩვენებიამწვანეეკონომიკისა  დამისიერთ-ერთისექტორის-მწვანეალტერნატიულიენერგეტიკისმნიშვნელობადასახეები.განხილულიასაქართველოშიარსებულიალტერნატიული(განახლებადი)ენერგიის  წყაროები,მათიპოტენციალიდაგანვითარებისპერსპექტივები.

საკვანძოსიტყვები: მწვანეეკონომიკა,განახლებადიენერგია,მზისენერგია,ბიოენერგია.

გამოყენებულილიტერატურა

1. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020.

2. კირვალიძე ნ., ლომთაძე ზ. ,,მწვანე ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგია საქართველოს კერძო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის’’.

3. ენერგიის განახლებადი წყაროების პოტენციალი საქართველოში და მისი ათვისების ღონისძიებები. მომზადებულია ორგანიზაციის _ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის”, მიერ კომპანია ,,Winrock International‘’-ის შეკვეთით, 2008.

4. კუბლაშვილი გ. ,,საქართველოს არატრადიციული ენერგეტიკული რესურსები და მათი გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური გამოკვლევა’’, 2016.

5. http://www.economy.ge/?page=news&nw=163

6. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf